პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება ჭალის საჯარო სკოლაში
29-05-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა 

„26 მაისი! არის დღე, რომელიც თავს უყრის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპს. დაე, გვეცხოვროს დამოუკიდებელ, თავისუფალ, ერთიან საქართველოში! ეს დღე ჩვენია! გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!“ ,-ერთხმად აღნიშნეს მოსწავლე-მასწავლებლებმა და ამ სულისკვეთებით განმსჭვალულებმა ეს დღე ერთად იზეიმეს. 

მოსწავლეებმა ისტორიულ ლაბირინთებში იმოგზაურეს - გაიხსენებს ეროვნული გმირები,  პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულთა ხსოვნას და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სუვერენიტეტი. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203