ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დასრულდა
30-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა სკოლის დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს. 

საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები დადგეს, დაგროვილი ცოდნა ღონისძიებით შეაჯამეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

„გილოცავთ ჩემო პატარებო! თქვენ საინტერესო და ნაყოფიერი პირველი სასწავლო წელი დაასრულეთ, თუმცა კიდევ უფრო ლამაზი დ ფერადი დღეები გელოდებათ წინ. ძალიან მიყვარხართ!“, - ამ სტყვებით გააცილა პედაგოგმა, ლანა ლატარიამ, თავისი პატარები და ბედნიერი დასვენება უსურვა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203