ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მოწაფეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
მათ შორის არიან ქეთევან ბანძელაძე (მე-2 კლასი), ქეთევან ჯაჯანიძე (მე-3 კლასი), ელენე ბურკაძე (მე-2 კლასი) და მარიამ ჯაჯანიძე (მე-2 კლასი), რომელთაც მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და izrune.ge -ს დიპლომები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია, მათი წარმატებით კი დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად ამაყობენ.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: