„თქვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება... წარმატებული მომავალი გქონოდეთ“ - ნადაბურის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულით გააცილეს
30-05-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის სასკოლო ცხოვრება საზეიმო „ბოლო ზარით“ დასრულდა.

ახალგაზრდებისთვის ემოციებით სავსე იყო ბოლო დღე სკოლაში, მათი თეთრი პერანგები მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

უკვე კურსდამთავრებულებმა, საყვარელ პედაგოგებთან ერთად გაიხსენეს 12 წლის მანძილზე დაგროვილი არაერთი დაუვიწყარი და ტკბილი მოგონება, ისტორიები, რომლებიც მათ მეხსიერებაში ღრმად დაილექა და სკოლაში გატარებულ წლებს მუდამ ტკბილად გაახსენებს. 

ემოციური იყო პედაგოგის - ხათუნა გელაშვილის მილოცვაც. 

„გილოცავთ, ჩემო თბილებო, ხალასებო, თქვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, უფალი გფარავდეთ, წარმატებული მომავალი გქონოდეთ!“, - პედაგოგის ამ სიტყვების ფონზე დატოვეს ახალგაზრდებმა სკოლა და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203