ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება ღონისძიებები, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეთა ცოდნისა და ინტელექტის წარმოჩენასა და გაღრმავებაზე.
16 მაისს კი, გაიმართა ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“, ფინალური ტურის პირველი შეხვედრა - გუნდი „გროსმაისტერი“ წამყვანის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ თამაში ფრედ დასრულდა. დღის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი ლექსო არევაძე, რომელსაც სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
გუნდის - „გროსმაისტერი“ შემადგენლობაში ირიცხებოდნენ:
1. ლექსო არევაძე - კაპიტანი- XII კლასი;
2. ნიკოლოზ არევაძე - XI კლასი;
3. ინა არევაძე - VIII კლასი;
4. საბა მხატრიშვილი - XI კლასი;
5. მარიამ ღონღაძე - XII კლასი;
6. ლელა შარიქაძე - X კლასი.
23 მაისს კი, ფინალური ტურის II შეხვედრა ითამაშა გუნდმა „კოსა დოვე კვანტო“.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ორგანიზატორი და წამყვანი გახლავთ პედაგოგი ლაური ღონღაძე.
სკოლაში მადლობას უხდიან გუნდის თითოეულ წევრს, საინტერესო თამაშისათვის და უსურვებენ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები: