თბილისის N88 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში მიღებული ცოდნა ექსკურსიაზე შეაჯამეს
05-06-2018
თბილისის N88 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის მარინე ბერაძის ხელმძღვანელობით, შიდა ქართლში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა ატენის სიონი და უფლისციხე დაათვალიერეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსია მიზნად ისახავდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ისტორიული ძეგლის ატენის სიონის, როგორც არქიტექტურული, ისე კულტურული, ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობის გაცნობას და მოსწავლეებში  კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სიამაყის გრძნობის გაღვივებას. 

„კლდეში ნაკვეთი ქალაქის უფლისციხის დათვალიერებისას გავეცანით უძველესი ადამიანების ცხოვრების ადათ-წესებს, ანტიკური ხანიდან შემორჩენილ გამოქვაბულებს, შევაჯამეთ ქართული ენის, ბუნებისმეტყველების და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა. მოსწავლეებმა გააცნობიერეს რაოდენ დიდი მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება ყველაფერს, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203