ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დიდი ზარ-ზეიმის ფონზე დაირეკა.
სკოლაში ახალგაზრდები თეთრი პერანგებით მივიდნენ, რაც დღის ბოლოს სასკოლო საზოგადოების ემოციური წარწერებით, მილოცვებითა და კეთილი სურვილებით შეიმკო.
ემოციებით სავსე იყო სასკოლო ცხოვრების ბოლო დღე ახალგაზრდებისთვის, დღე, რომლითაც ცხოვრების მნიშვნელოვანი თავი ჩახურეს და შეუდგნენ გზას, მომავლის შექმნისკენ მიმავალს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სკოლის მოსწავლეები ასევე მასწავლებლებიც.
საყვარელმა პედაგოგებმა, ემოციური სიტყვების ფონზე, მოსწავლეები გააცილეს სკოლიდან და მათ გზა დაულოცეს.
იხილეთ ფოტოები: