ქვეშეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები სკოლას ემოციურად დაემშვიდობნენ
05-06-2018

ქვეშეთის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისადმი მიძღვნილი „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა. 

აღნიშნული ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ეკატერინე ბუქურის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომელშიც X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სპექტაკლით გააცილეს მეთორმეტეკლასელები მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ანი ბუჩუკურმა და მარიტა მოთიაშვილმა. 

მათ გამოსვლას დიდი ოვაციები და ტაში ხვდა წილად. 

„მინდა მივულოცო ჩვენს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება და  გზა დავულოცო, ვუსურვო ლამაზი ხვალინდელი დღე და წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მალე მათთვის სტუდენტობა მიგველოცოს. ყველას მადლობა  მინდა  გადავუხადო, ასეთი ლამაზი საღამოსთვის“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა მარინა ქარუმიძემ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203