„დედაენავ, ნახვამდის ჩვენო ცოდნის ლამპარო!“ - პირველკლასელთა ლამაზი ღონისძიება აწყვიტის საჯარო სკოლაში
30-05-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს და შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს. 

საზეიმოდ განწყობილი პატარები, ღონისძიებაში კლასის დამრიგებლის ინგა ველიჯანაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ელზა ივანიძემ.

მოსწავლეებმა ღონისძიება დიდი სიხარულითა და მონდომებით გამართეს, სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

პატარებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და გააცოცხლეს დედაენის გმირები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედკოლექტივი და მშობლები, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსწავლეთა შემოქმედებით.

დედაენავ, ნახვამდის ჩვენო ცოდნის ლამპარო!“, - ამ სიტყვებით დაასრულეს მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

აწყვიტის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი საყვერლ პირველკლასელებს ულევ ბედნიერებას და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203