„ანბანის გაცილება“- ხევაშენის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი ღონისძიება
30-05-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.

პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა. მასში ხევაშენისა და სოფელ უნწის შერწყმული სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 

პატარებმა დიდი ხალისით წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და სასკოლო საზოგადოებას საცეკვაო ნომრები წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მომავალი პირველკლასელებიც მიიწვიეს, რომლებიც აქტივობებში მონდომებით მონაწილეობდნენ და ლექსები წაიკითხეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში მეთორმეტეკლასელიც ჩაერთო.

„სკოლა ულოცავს პირცელ კლასს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და მომავალ პირველკლასელებს წარმატებებს უსურვებს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203