მეგრული ენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში
30-05-2024

29 მაისს, მეგრული ენის დღე აღინიშნება. აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში თარიღს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

ღონისძიება მოსწავლეებმა ჩაატარეს მეგრულ ენაზე და ლამაზ ჰანგად გასდევდა მეგრული „ჩელა“.

მოწაფეებმა წაიკითხეს მეგრულ ენაზე დაწერილი ლექსები, შეასრულეს მეგრული სიმღერები, ისაუბრეს ქართველი კლასიკოსების დამოკიდებულებაზე მეგრულ ენასთან მიმართებაში. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სკოლის ბიბლიოთეკარი ლიანა გვარამია. 

აღსანიშნავია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად იყო ჩართული.

„როგორც მოგეხსენებათ, იუნესკომ მეგრული შეიყვანა გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების სიაში და ჩვენ მივიჩნევთ, რომ პირველი გადამრჩენები ამ უნიკალური ენისა, ჩვენ ვართ. 

მეგრული ენა არის მსოფლიოს საგანძური“,- სიამაყით აღინიშნა ღონისძიებაზე. 

ნათქვამის დასტურად კი მოსწავლეებამ მოიყვანეს აკაკი წერეთლის სიტყვები - „მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვების... მეგრულ ენაში შენახულან ობოლ მარგალიტებად ძველი სიტყვები“ და ერთხმად აღნიშნეს - „გავუფრთხილდეთ, მოვეფეროთ მეგრულ ენას!“

სკოლაში მადლობას უხიდან მოსწავლეებს აქტიურობისა და მონდომებისთვის, ღონისძიების ხელმძღვანელს კი შემოქმედებითობისთვის.

„მადლობა თითოეულს გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203