ფარცხანაყანევის N1 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ლამაზი ღონისძიება შესთავაზეს 
30-05-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პატარებმა - პედაგოგ ეთერ გოგელიძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

პირველკლასელებმა ლამაზი, შემოქმედებითი ნომერებით დატვირთული ღონისძიება გამართეს, იმღერეს, იცეკვეს, სხარტულები წარმოთქვეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს. 

მათ სკოლაში უდიდეს წარმატებას უსურვებენ.

„მოსწავლეებმა საოცრად, გულანთებულად და აღტაცებით გაგვილამაზეს სასწავლო დღე. ისინი არაჩვეულებრივად გაფორმებულ დეკორაციაში დაფარფატებდნენ, გაზაფხულის სურნელს აფრქვევდნენ მუსიკის ფონზე. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ მათ პირველი კლასის დასრულებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ,ქვეყნის საკეთილდღეოდ. სკოლა მადლობელია პედაგოგთა ენთუზიაზმისა და შრომის, ასევე მშობელთა გვერდით დგომის გამო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203