რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ 
30-05-2024

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები გამორჩეულად აღინიშნება.

ამჯერად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სკოლის მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგის - ბეგლარ შაინიძის ხელმძღვანელობით, სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია მოაწყვეს.

აქტივობის მიზანი შესწავლილი თემის -„აჭარის მხარის“ ფარგლებში წაკითხულის უკეთ აღქმა და გაცნობა იყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა  საინტერესო აქტივობებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე პიკნიკით დაასრულეს.

შემეცნებით ექსკურსიაში შემდეგი კლასის ხელმძღვანელები და პედაგოგები მონაწილეობდნენ: ბეგლარ შაინიძე, ამირან მიქელაძე, გერონტი შაინიძე და ჯემალ ბერიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203