„თქვენით ეამაყოს ჩვენს სამშობლოს“- პატარა ფოთის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულით გააცილეს 
30-05-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული საზეიმო განწყობა და დიდი ჟრიამული იყო. 

იქ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ეს დღე ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს, რითაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს.

სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

„დიდი სიყვარულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას. 

ემშვიდობებით ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებს, გადადიხართ ცხოვრების ახალ საფეხურზე, წინ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უფრო მეტი პასუხისმგებლობები გეკისრებათ, ვიდრე აქამდე და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გაქვთ გადასალახი.

ყოველ თქვენგანს გისურვებთ წარმატებებს! ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ, უფალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური! თქვენით ეამაყოს ჩვენს სამშობლოს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203