დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს.
„ბოლო ზართან“ დაკავშირებით, სკოლაში, მოსწავლეთა მონაწილეობით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მას მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად, სოფლის მოსახლეობაც ესწრებოდა.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, თეატრალური წარმოდგენები გამართეს, იცეკვეს და იმღერეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
იხილეთ ფოტოები: