გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ შეჯიბრში საპრიზო ადგილები დაიკავეს 
30-05-2024

გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. 

ახლახან, ხუნწის საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, რომელშიც III, IV, V, VI, VII, VIII, IX და XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრში გაჭედილის საჯარო სკოლის უფროსკლასელმა მოსწავლეებმა ომარ წულაიამ, როინ ბჟალავამ, ნიკა წულაიამ და აზა ადამიამ პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები: ლუკა ძაგანია, გიორგი ქვარცხავა, თამარ ქვარცხავა, ნათია ბართია, მათე ჯანჯღავა და დავით ჯანჯღავა მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.

„ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და მათ ხელმძღვანელს, მათემატიკის პედაგოგს, ირა რუხაიას, ამ გამარჯვებას.

სულ წარმატებებით გევლოთ წინ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203