გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
12-წლიანი სასკოლო ცხოვრების შეჯამება და შთამბეჭდავი „ბოლო ზარის“ ღონისძიება ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
კურსდამთავრებულები სასწავლო წლის ბოლო დღეს, სკოლაში თეთრი პერანგებით მივიდნენ, რომლებიც დღის ბოლოს სასკოლო საზოგადოების ემოციური წერილებით, მილოცვებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.
„სკოლამ მორიგი დაფრთიანებული მერცხლები ააფრინა თავისი ბუდიდან. ვულოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. წარმატებული ყოფილიყოს თქვენი ყოველი ნაბიჯი და წამოწყება, უფალი გიძღოდეთ წინ, გვიყვარხართ და გვეიმედებით“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს კურსდამთავრებულები სკოლიდან და წარმატებული მომავალი უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: