„გარდატეხის ასაკი - გამოწვევა თუ განვითარების ტიპური პერიოდი?“- ქუთაისის N7 სკოლის ექიმი მოსწავლეებს საინტერესო თემაზე ესაუბრა
30-05-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, სკოლაში ისაუბრეს თემაზე  - „გარდატეხის ასაკი- გამოწვევა თუ განვითარების ტიპური პერიოდი?“

აქტივობის მიზანი გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების თავისებურებების შესახებ მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდით, ფსიქო- ემოციური სირთულეების დაძლევის ხელშეწყობა გახლდათ. 

მოსწავლეებს სკოლის ექიმი ლია შავგულიძე, ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ორგანიზმში ჰორმანალური ცვლილება. ასევე, აუხსნა, რა უნდა იცოდნენ მოზარდებმა ჰუბერტატული პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეები. აღსანიშნავია, რომ ინტერაქტიულ შეხვედრაზე მონაწილეებმა პასუხები ყველა კითხვაზე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203