ხევაშენის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ორი მე-12 კლასელისთვის დაირეკა - დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს 
30-05-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ მე-12 კლასის ორი მოსწავლისთვის საზეიმოდ დაირეკა. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებმა, სამადლობელ სიტყვებთან ერთად, მუსიკალური აქტივობები შეასრულეს.

მასწავლებლებმა მათ წინსვლა უსურვეს და თორმეტი წლის განმავლობაში მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებები გაიხსენეს.

სკოლის დირექტორმა - მარიტა შველიძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასეთი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწყობისთვის, მადლობა გადაუხადა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიუხედავად მოსწავლეების სიმცირისა, ღონისძიება მეტად მხიარული და სასიამოვნო გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203