თბილისის N118 სკოლის მოსწავლეებს - თომა ბასილაშვილსა და დავით კალატოზიშვილს izrune.ge -მ წარმატების დამადასტურებელი დიპლომები მიანიჭა
30-05-2024
თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები - პირველკლასელი თომა ბასილაშვილი და მე-3 კლასელი დავით კალატოზიშვილი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს წარმატებით ასრულებენ. 

მოსწავლეებმა izrune.ge -ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და izrune.ge -ს დიპლომები დაიმსახურეს. 

თომა ბასილაშვილი ოქროს დიპლომის მფლობელია, დავით კალატოზიშვილს კი ვერცხლის დიპლომი მიენიჭა. 

თბილისის N118 საჯარო საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203