ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მე-4 კლასელი ანასტასია ჯახია და მე-2 კლასელი თორნიკე მიქაბერიძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს ხალისითა და დიდი შემართებით ასრულებენ.
მოსწავლეებმა izrune.ge -ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და izrune.ge -ს დიპლომები დაიმსახურეს.
ანასტასია ჯახია ოქროს დიპლომის მფლობელია, თორნიკე მიქაბერიძემ კი ვერცხლის დიპლომი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: