ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
იქ პირველი კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას აღნიშნავდნენ. გაიმართა საზეიმო ღონისძიებაც, რომლის ორგანიზატორები მასწავლებლები - ლია ანდღულაძე და ნათია სალუქვაძე იყვნენ.
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა პატარა მოსწავლეებმა სპეციალურად მორთულ გარემოში სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს, ცოდნა გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობენენ.
„ვულოცავ ჩემს პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულებას, ბედნიერი და წარმატებული მომავალი თქვენ. მადლობა სოფლის ხელმძღვანელებს თანადგომისთვის, ლაშა გოგოტიშვილს მარი ჩხიკვიშვილს. მადლობა მშობლებს!
მიყვარხართ და მეიმედებით“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: