დაბა თამარისის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჰაერში ბუშტები გაუშვეს
05-06-2018
დაბა თამარისის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილების ბოლოს ბავშვებმა ჰაერში ბუშტები გაუშვეს და ბევრი იხალისეს. 

აქტივობას ორგანიზება სამოქალაქო კლუბ - „აქტიური თაობის“ წევრებმა გაუწიეს. 

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებას. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203