„გამარჯობა ზაფხულო“ - კიროვაკანის საჯარო სკოლაში პირველი ივნისი იზეიმეს
05-06-2018
კიროვაკანის საჯარო სკოლაში პირველი ივნისი და ზაფხულის დადგომა იზეიმეს. 

„გამარჯობა ზაფხულო“ ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც სკოლაში მოსწავლეების ორივე სექტორმა გამართა. 

მოსწავლეები ცეკვებით, სიმღერებითა და სხვა სახალისო აქტივობებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. 

მათ ერთმანეთს მიულოცეს ზაფხულის დღესასწაული და წაიკითხეს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მუხლები. 

„ეს დღე მოსწავლეებმა მხიარულად ჩაატარეს და კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, რომ პირველი ივნისი მათი დღეა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა მაია ვახტანგიშვილმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203