დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები და ღონისძიებები იმართება.
მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები. მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, გარემოს დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა.
მათი დევიზი იყო „მოვუფრთხილდეთ ჩვენს დედამიწას“.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას ასწავლის.
იხილეთ ფოტოები: