წალკის N2 სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
31-05-2024
წალკის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს მოსწავლეთა სპორტული მიღწევებიც.

ყოჩაღმა მოსწავლეებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს სკოლის სახელით, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გამართულ „თავისუფლების თამაშები 2024“-ში.

ვაჟებს შორის, ფეხბურთის შეჯიბრებაში, მოსწავლეებმა I ადგილი დაიკავეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ინდივიდუალურად ვაჟებს შორის ჩოგბურთში კი, ისინი III ადგილის მფლობელები გახდნენ.

მათი მიღწევებით სკოლა ამაყობს და მოსწავლეებს წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203