მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და ასწავლიან, რომ წინაპართა მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება.
ცხადია ამ მიდგომით, სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება და გამონაკლისი არც ქართული ენის დღე ყოფილა.
პირველ კლასში ეს დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა, მრავალფეროვნად მორთულ საკლასო ოთახში მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს.
სკოლაში ენის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, პატარებმა გაითავისეს, რომ ქართველებისთვის, ქართული ენა ფასდაუდებელი და უმნიშვნელოვანესია.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კლასის დამრიგებლის, ნუნუ ვიბლიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: