ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შემეცნებითი და საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
მრავალფეროვან აქტივობებს შორის გახლდათ, ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ენის მნიშვნელობის საკითხზე.
კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით - „ქართული ენის შესწავლა ჩვენი წარმატების გზაა!“, დაგვირგვინდა და მაში მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ, მათ უკეთ გაითავისეს ენის არსი სახელმწიფოს თვითმყოფადობისთვის.
დღე მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: