არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დასასრულს უახლოვდება სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაცია არ განელებულა და ისინი, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით აქტიურად ერთვებიან ინიციატივებში.
ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იყო, შეხვედრა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მიეძღვნა და რომელშიც მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ.
„ვიცოდეთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორია!“, - ამ იდეით გაიმართა შეხვედრა სკოლაში, მოსწავლეებმა გაიხსენეს არც ისე შორეული ქრონიკები საქართველოს ისტორიიდან, მოვლენები, რომლებიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობას და თარიღი, რომელიც დიდი ასოებით ჩაიწერა ისტორიაში.
შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: