სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კონკურსში მონაწილეობდნენ
05-06-2018
სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლამია გუსეინოვა და ნურიდა ბაირამოვა სამოქალაქო განათლების კონკურსში - „დამოუკიდებლობის 100 წელი“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებს კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები და წიგნები გადაეცათ.

საერთაშორისო ასოციაცია „არსიანის“ ორგანიზებული კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა. 

კონკურსზე სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ერთმანეთი გამოცდილება გაუზიარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი, რომელმაც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა საინტერესო პროექტისთვის, რომელიც ემსახურება მოსწავლეთა სულიერ აღზრდას და ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203