რუსთავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში, საუბარია, თუ რა ცვლილებები იგეგმება ადგილობრივი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის.
პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკის ბავშვთა აღზრდა განვითარების სტანდარტის დანერგვა და ის ასოცირდება ხარისხიან სკოლამდელ განვითარებასთან, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა მაღალ პროფესიულ კომპეტენციებს, ახალ სტანდარტებზე დაყრდნობით შესაბამისი კურიკულუმების შემუშავებას, ინკლუზიური განათლებისა და უნივერსალური დიზაინის გარემოს შექმნას, ბავშვთა აქტიურ მონაწილეობას საგანმანათლებლო პროცესში.
„დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება ბ/ბაღის გამგეების ტრენინგი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების მართვისა და კოორდინაციის განყოფილების მიერ, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე, ასევე მოხდება 602 თანამშრომლის გადამზადება სამ ეტაპად (ტრენინგები, საჩვენებელი გაკვეთილები, მეთოდოლოგიური და ვიდეო სახელმძღვანელოების შემუშავება)“, - აღნიშნულია დადგნილებაში სადაც ასევე საუბარია, რომ ბაგა-ბაღებში, იმისთვის რომ დაცული იყოს აღსაზრდელთა კვების ნორმები, ერთი ბავშვის კვება დღეში შეადგენს 5.65 ლარს.