ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის ბორბლის და წისქვილის მოდელი შექმნეს  
31-05-2024

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა გადასცენ, არამედ მათი კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება განავითარონ.

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე, პედაგოგ ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაამზადეს წყლის ბორბლის და წისქვილის ფიზიკური მოდელი. 

მოსწავლეებმა აღწერეს მექანიზმის მოქმედების პრინციპი და მისი მეშვეობით წყლის ენერგიის მბრუნავი მოძრაობის ენერგიად გარდაქმნის პროცესი.

ასევე, ბავშვებმა ისაუბრეს ენერგიის განახლებადი წყაროების (წყლის, მზის, ქარის, გეოთერმული და ბიომასის) ენერგიების შესახებ და ენერგიის განახლებადი წყაროების დადებით როლზე გარემოს დაცვასთან მიმართებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203