„ძველი ახალი სახელმწიფოების ცივილიზაცია“ - დიდი ჯიხაიშის N1 სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
31-05-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

30 მაისს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო (შერწყმულ ყაზბეგის უბნის) სკოლაში ისტორიის მასწავლებლის - სალომე ზარნაძის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური თამაში - „რა?, სად?, როდის?“ გაიმართა. 

თამაშის თემა გახლდათ - „ძველი ახალი სახელმწიფოების ცივილიზაცია“. მათი წარმოშობის და განვითარების სტადიები. თემის შინაარსიდან გამომდინარე, გუნდებმა დიდი მონდომებით ითამაშეს და კარგი შედეგებიც აჩვენეს. გამარჯვებული გახდა გუნდი „ლაბირინთი“. ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე.

ღონისძიების მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ - გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლურად ბუს ქანდაკება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203