გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებში, სასწავლო წლის მიწურულსაც კი არ მინელებულა მოტივაცია, ისინი ამაღლებული განწყობით, ერთობლივად ხდიან სასკოლო ცხოვრებას მრავალფეროვანს, ამჯერად კი, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი სპექტაკლი გაიმართა, მოსწავლეებმა საყვარელი პერსონაჟების როლები მოირგეს, კოსტიუმებში გამოეწყვნენ და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სამსახიობო ოსტატობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით სავსე, მრავალფეროვანი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: