„ქნარი, რომელიც არ დადუმდება“ - ყვარლის N2 სკოლაში რევაზ ლაღიძის ცხორვებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა 
31-05-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს უდიდესი ქართველი კომპოზიტორის - რევაზ ლაღიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „ქნარი, რომელიც არ დადუმდება“.

მოსწავლეებმა „გააცოცხლეს“ კომპოზიტორის შემოქმედება, გადმოსცეს ინფორმაცია მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, შეასრულეს რევაზ ლაღიძის მელოდიებზე შექმნილი დაუვიწყარი ქმნილებები და წარადგინეს სცენა ფილმიდან - „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“. 

მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ეკატერინე დენტოშვილი.

აღნიშნულ დღეს, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება მოიხიბლა.

ღონისძიებას ამავე სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მონაწილეთა მშობლები ესწრებოდნენ.

„მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილე მოსწავლესა და სტუმარს“, - აღნიშნავს პედაგოგი ეკატერინე დენტოშვილი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203