მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის მოწაფეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართულნი და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
სკოლის მოსწავლეებმა - ანასტასია ნაჭყებიამ, მარიამ ნაჭყებიამ და მარიამ ბერულავამ ბრწყინვალედ გაიარეს მაისისა და აპრილის შემაჯამებელი ტესტები და izrune.ge ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ კურზუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: