საზეიმო „ბოლო ზარი“ და მე-12 კლასელთა ემოციური გაცილება აბედათის საჯარო სკოლაში
31-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

ღონისძიებაზე, მე-12 კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, ლექსები წაიკითხეს და სკოლაში გატარებული წლები აღნიშნეს.

კურსდამთავრებულებმა ასევე საყვარელი პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს და მათ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ და პედაგოგებმა კი მათ სკოლის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე კი წარმატებები, ბედნიერება უსურვეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203