მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა და დიდ ჟრიამული იყო.
სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს.
სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: