ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლითაც პატარა მოსწავლეები სასკოლო გარემოს სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
ისინი აქტივობებში დამრიგებელ ზოია არუთუნიანის ხელმძღვანელობით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: