აწყურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ორ ენაზე აღნიშნეს
05-06-2018
აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მათ თანატოლებსა და მსოფლიოს ბავშვებს ორიგინალურად მიულოცეს.

კერძოდ, სპექტაკლი „წითელქუდა“ ახალი ხედვითა და ახალი იდეებით წარმოადგინეს. მოსწავლეებმა მსახიობების როლები არაჩვეულებრივად მოირგეს. სპექტაკლი ბილინგვური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობდა. 

მონაწილეებმა აქცენტები აქტუალურ თემებზე გააკეთეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბულინგი და მისი პრევენცია.

სკოლის დირექცია სპექტაკლის ორგანიზატორს, მარინე ასანიძესა და ინგლისური ენის მასწავლებელს, დალი ხალაძეს, ასევე თითოეულ მონაწილეს დიდ მადლობას უხდის იმ შრომისათვის, რისი დამსახურებითაც ეს სპექტაკლი ასეთი შესანიშნავი გამოვიდა. 

„ასევე, დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისათვის“-აცხადებენ დირექციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203