ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი - „ყველაზე ჭკვიანი საქართველოს ისტორიაში“ გაიმართა. მასში მუხურის N1 და მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ყველა მონაწილე სამახსოვრო სიგელით დაჯილდოვდა, ხოლო საპრიზო ადგილზე გასულებს, სიგელებთან ერთად, მედლები გადაეცათ.
აღნიშნული აქტივობის მიზანი ისტორიის საგნისადმი მოსწავლეთა შორის ინტერესის გაღვივება და კრიტიკული თუ ანალიტიკური აზროვნების განვითარება იყო.
იხილეთ ფოტოები: