ბოდბისხევის საჯარო სკოლაში ჩაის საერთაშორისო დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
31-05-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულსაც კი, ისეთივე შემართება და ენთუზიაზმი იგრძნობა, როგორც დასაწყისში, ამაღლებული განწყობით, პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად ეროვნულ თუ საერთაშორისო დღეებს საზეიმოდ აღნიშნავენ. 

21 მაისს, სკოლაში ჩაის საერთაშორისო დღე იზეიმეს. ამ დღესთან დაკავშირებით, X კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის მასწავლებლის ლელა საჯაიას ხელმძღვანელობით საკლასო სივრცეში შექმნეს სასკოლო საზოგადოებისთვის ჩაის სმის მყუდრო, სასიამოვნო, ოჯახური და დახვეწილი გარემო, თემაზე - „ჩაის კულტურები“. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ჩაის სხვადასხვა კულტურების შესახებ საინტერესო ისტორია მოუყვნენ, მოკლედ გაგვაცნეს ინფორმაცია - კერძოდ, ჩინური, თურქული, ბრიტანული, რუსული და ქართული ჩაის კულტურის და ტრადიციის შესახებ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: 

  • რომელ ქვეყანას უკავშირდება ჩაის წარმოშობა და არსებული ლეგენდა ბრძენი ბერის დარამას შესახებ;
  • როგორი ჩაის მომზადების წესები და ცერემონიები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში; 
  • ვის სახელს უკავაშირდება ინგლისის ყველაზე პოპულარული და ტრადიციად ქცეული ნაშუადღევის ჩაის Afternoon Tea time -ის სმის კულტურა, რომელიც ასევე Five o' Clock Tea -ის სახელით არის ცნობილი; 
  • რომელ საუკუნეში გავრცელდა ჩაი რუსეთში და საიდან მოდის სახელწოდება ქარავანის ჩაი; 
  • ვინ ჩამოიტანა პირველად ჩაის ნერგები საქართველოში და რაში მდგომარეობს ქართული ჩაის გემოს უნიკალურობა.  

სკოლაში მადლობას უხდიან X კლასის მოსწავლეებს და მათი კლასის ხელმძღვანელს ქეთევან პავლიაშვილს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203