1 ივნისთან დაკავშირებით ძირკვაძეების საჯარო სკოლამ სტუმრებს უმასპინძლა
05-06-2018

ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებს ეს დღე ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ, დირექტორის მოადგილემ მერი ბოლქვაძემ, პედაგოგმა ნადია ქამადაძემ და სოფლის მკვიდრმა ოთარ თავართქილაძემ მიულოცეს.

სტუმრები ღონისძიებას დაესწრნენ, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და ასე მიულოცეს ერთმანეთს ბავშვთა დღე. 

„ვულოცავთ ყველა ბავშვს ამ დღეს, ვუსურვებთ უღრუბლო ზეცას, ლაღ და ბედნიერ მომავალს. ასევე დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და სტუმრებს მობრძანებისთვი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203