ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
„ბოლო ზარი“ - ღონისძიება, რომელიც მთელი ცხოვრება დარჩება ახალგაზრდების მეხსიერებაში, მოგონება, რომელიც დაუვიწყარ,12-წლიან სასკოლო ცხოვრებას, ბავშვობას და მოსწავლეობას გაახსენებთ, დღე, რომელითაც მნიშვნელოვანი თავი ჩახურეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
ახალგაზრდების თეთრი პერანგები დღის ბოლოს სასკოლო საზოგადოების ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.
ემოციებით დატვირთულებმა, გახარებულებმა და ამავდროულად თვალცრემლიანებმა საყვარელ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის და მშობლიური სკოლა დატოვეს.
იხილეთ ფოტოები: