მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი კლასიკოსების შემოქმედება გააცოცხლეს
31-05-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად ზრუნავენ მოსწავლეთა წიგნიერებაზე და მათ ლიტერატურით დაინტერესებაზე. 

სწორედ ამ მიზნით, 23 მაისს, სკოლაში მკითხველთა კლუბის წევრებმა ქართველ მწერალთა შემოქმედება გააცოცხლეს, შეხვედრაზე განიხილეს XX საუკუნის ქართველი ლიტერატურის ნაწარმოებები.

შეხვედრაზე კონკრეტულად განხილული იყო დავით კლდიაშვილისა და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება, რაც ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო კორტის ინიციატივით ეწყობა, რისთვისაც სკოლა დიდი მადლობას უხდის პედაგოგს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203