ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მშობლებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის ზეიმი გამართეს.
ღონისძიების მონაწილეები აუდიტორიის წინაშე ლექსებით სიმღერებითა და მინი სპექტაკლით წარდგნენ. მათ სასკოლო საზოგადოების შექება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ პატარა მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: