„დედაენის ზეიმი“ და პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ღონისძიება საქობოს საჯარო სკოლაში
31-05-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და განსაკუთრებული ხალისი იყო. 

ამის მიზეზი კი „დედაენის ზეიმი“ გახლდათ. პედაგოგ თამრიკო ბალიაშვილის სადამრიგებლო პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი წარმატებით დაასრულეს. ამასთან დაკავშირებით კი საზეიმო ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეები სადღესასწაულოდ - თეთრ და იისფერ სამოსში გამოეწყვნენ, ლექსები წაიკითხეს, ნასწავლი მასალა გაიხსენეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ღონისძიებაზე იყო სხვადასხვა საინტრესო ნომერი, რამაც სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. პატარა მოსწავლეები კი სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203