ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა დედაენას ხოტბა შეასხეს. ისინი შემოქმედებით და საინტერესო აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
აღნიშნული ღონისძიების გზავნილი იყო - „ენა ბურჯია ერისა“.
იხილეთ ფოტოები: