სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ლამაზი ღონისძიება მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამართეს. მათ სკოლაში მისვლის პირველი დღე და პირველი ემოცია გაიხსენეს. გარდა ამისა, ოთხწლიანი მეგობრობის ისტორია გადმოსცეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა უდიდესი მადლიერებით ისაუბრეს, თუ როგორ თამაშით შეასწავლათ საყვარელმა ლილი მასწავლებელმა ციფრები და ქართული ანბანი.
ღონისძიებაზე მათ სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: