სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, პედაგოგები მათ როგორც საკუთარი ისე სხვისი უფლებების დაცვას ასწავლიან.
აღმზრდელ-მასწავლებლებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. მათ პედაგოგები აღნიშნული თარიღის შესახებ ესაუბრნენ, ინფორმაცია მიაწოდეს, რითაც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აუცილებელია, ვისაუბროთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითოეული ადამიანის როლზე.
„ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში.
იყავით ოჯახის, ერის, სამშობლოს ერთგულნი; ღირსებით გევლოთ ცხოვრების უსწორმასწორო გზაზე“,- ამბობენ სკოლაში.
დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.